თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, გამთენიისას ბარის შიდა ტერიტორიაზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.