თბილისში ბაღების სუბსიდირება გაიზრდება
თბილისში ბაღების სუბსიდირება გაიზრდება

თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე აცხადებს, რომ ბაღების სუბსიდირება გაიზრდება, რათა საპენსიო ფონდის 2%-ის კომპენსაცია მოხდეს და პედაგოგებს ხელფასები უფრო გაეზარდოთ.

ამის შესახებ გაიოზ თალაკვაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რითაც პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვას უპასუხა.

„2%-იანი კლება არსად არ ყოფილა. ეს მათივე თანხაა, დაგროვდება საპენსიო ფონდში. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა, დიდი ალბათობით, ამ მიმართულებითაც უახლოეს პერიოდში ბაღების სუბსიდია რაღაც დონეზე გაიზარდოს, რათა ამ 2%-ის კომპენსაცია მოხდეს და უფრო გაეზარდოთ ხელფასები“, – განაცხადა გაიოზ თალაკვაძემ.