თბილისში, აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში გაიმართა რეგიონში ახალგაზრდების, მედიისა და მშვიდობის მხარდამჭერი ფორუმი
თბილისში, აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში გაიმართა რეგიონში ახალგაზრდების, მედიისა და მშვიდობის მხარდამჭერი ფორუმი

თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში საზოგადოებრივი კავშირის „ახალგაზრდული ინიციატივებისა და განვითარების მხარდაჭერა“ ორგანიზებით, რეგიონში ახალგაზრდებისა და მედიის, მშვიდობის მხარდამჭერი ფორუმი გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორის, თოღრულ ალლახვერდიევის თქმით, ფორუმის მთავარი მიზანი რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.

„ჩვენ ომს ვეწინააღმდეგებით და ჩვენი სურვილია, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს დამყარებული. ჩვენ, ახალგაზრდები რეგიონში მშვიდობას ვუჭერთ მხარს. ვფიქრობთ, რომ მედიამ და ახალგაზრდებმა რეგიონში მშვიდობას ხელი უნდა შეუწყონ, რადგან ეს სწორედ მათზეა დამოკიდებული“, – განაცხადა თოღრულ ალლახვერდიევმა.

ფორუმი ორი პანელისგან შედგებოდა – „მედიის მხარდაჭერა მშვიდობისადმი“ და „ახალგაზრდების მხარდაჭერა მშვიდობისადმი“.

ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მედიის, აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის, აზერბაიჯანის ახალგაზრდული ფონდის წარმომადგენლები და საქართველოს საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.