თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა ნუცუბიძეზე მოხდა. ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე მამაკაცი ავტომობილის დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.