თბილისში ელექტრომობილების გაქირავების სერვისი - ე.წ. ქარშეარინგი ამოქმედდება [ვიდეო]

თბილისში ელექტროავტომობილების გაქირავების სერვისი – ე.წ. ქარშეარინგი (carsharing) ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.

თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე პირველ ეტაპზე 300 ელექტრომობილი განთავსდება. მსურველი ავტომობილის დაჯავშნას, მის გაღებასა და დაქოქვას სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეძლებს. სარგებლობის შემდეგ კი, ავტომობილს კვლავ მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ავტოსადგომზე დააბრუნებს.

კალაძის განცხადებით, ფასის მიხედვით ე.წ. ქარშეარინგი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მისივე განცხადებით, მსგავსი სისტემა ყველა განვითარებულ ქალაქშია ხელმისაწვდომი, რომელთა რიცხვს მალე თბილისიც შეემატება.