თბილისში ავტობუსებზე კიდევ ექვსი ქალი მძღოლი იმუშავებს
თბილისში ავტობუსებზე კიდევ ექვსი ქალი მძღოლი იმუშავებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში ავტობუსებზე კიდევ ექვსი ქალი მძღოლი იმუშავებს.

„სატრანსპორტო კომპანიაში ქალი მძღოლები შემოგვემატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით ექვსი ქალი დაემატება. ეს გადამზადების საინტერესო პროგრამაა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. მათი დაფინანსებით 21-მა ქალბატონმა უკვე დადებითად გაიარა გადამზადება, „დე“ კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღეს. ახალი ავტობუსებზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ქალბატონები მოემსახურონ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რაც ძალიან საინტერესო და კარგია“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.