თბილისში, ავლაბრის დასახლებაში ხანძარია, დაშავებულია ერთი ადამიანი

21:24, 14.06.2026

თბილისში, ავლაბრის დასახლებაში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში გაჩნდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქე შენობიდან კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას შესაბამისი სამედიცინო შემოწმება უტარდება.

მსგავსი