თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ამ მიზნით სახელმწიფო უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს“ 3040 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გადასცემს, სადაც სკოლა და ცენტრი აშენდება.

„ცენტრი განკუთვნილი იქნება 230 ბენეფიციარისთვის, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.