თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, შსს სამი პირის გარდაცვალებას ადასტურებს
თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, შსს სამი პირის გარდაცვალებას ადასტურებს

თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები არიან მამაკაცის დედა და და.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უწყებაში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილია სამი პირი.