თბილისში, ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო გადაადგილება დროებით შეიზღუდება
თბილისში, ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 11 ნოემბრის 22:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება აბულაშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურ „დიდუბიდან“ შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის მიმართულებით.

„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები აბულაშვილის ქუჩის ნაცვლად აკაკი წერეთლის გამზირის გამოყენებით იმოძრავებენ. აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.