თბილისში ანკა გუჯაბიძის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნა
თბილისში ანკა გუჯაბიძის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნა

თბილისში ანკა გუჯაბიძის ფოტოგამოფენა გაიხსნა. „სიკვდილი კოღოებს ზაფხულის დღეებში“ ანკა გუჯაბიძის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენაა. პროექტი სიზმრისეულ სივრცეს ქმნის, თითქოს ძილბურანში, ერთდროულად, რეალურ და ირეალურ სამყაროში შევყავართ. ავტორის რეალობა თვითმყოფადი და უკონტროლოა – პირადი და ამავდროულად, ზოგადი, რომლის შინაარსი და სტრუქტურა მუდმივად სხლტება ხელიდან და არცერთ ფოტოში არ მეორდება. გამოფენა „არტარეაში“ 5-9 ოქტომბერს გაიმართება.