თბილისში, ამილახვრის ქუჩის მიმდებარედ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე უნებართვო შენობის დემონტაჟი განახორციელა
თბილისში, ამილახვრის ქუჩის მიმდებარედ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე უნებართვო შენობის დემონტაჟი განახორციელა

თბილისში, ამილახვრის ქუჩის მიმდებარედ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობის დემონტაჟი განახორციელა.

ნაგებობების მეპატრონეები აცხადებენ, რომ თვითნებურად დაწყებული შენობების დემონტაჟის შესახებ ოფიციალური უწყებებისგან გაფრთხილებული იყვნენ. მათივე თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები მათ საკუთრებაში არ არის.

ცოტა ხნის წინ, ადგილზე ხმაური იყო. ერთ-ერთმა მოსახლემ მუნიციპალურ ინსპექციას მოსთხოვა, შენობის დანგრევის უფლება მისთვის მიეცათ. საქმეში ადგილზე მყოფი სამართალდამცველები ჩაერივნენ და ეს პირი ტერიტორიას განარიდეს. მოგვიანებით, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ასევე, შენობების დანგრევას ეწინააღმდეგებიან ადგილზე მყოფი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რამდენიმე ოჯახის განცხადებით, ისინი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ და დროებითი საცხოვრებლის მიღებასთან დაკავშირებით ადგილზე სამგორის გამგებლის მისვლას ელოდებიან.

დატოვე კომენტარი