თბილისში ამბასადორიალი 2018 გაიხსნება
თბილისში ამბასადორიალი 2018 გაიხსნება

თბილისში ამბასადორიალი 2018 გაიხსნება. კონფერენციას პარლამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

კონფერენციაზე შეაფასებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას, წარმოადგენენ ახალ ინიციატივებს და განიხილავენ 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს.

განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ადამიანური რესურსების მართვის, პროფესიული განვითარების, კრიზისული სიტუაციების მართვის და სხვა მიმართულებები.

ამბასადორიალი 2018 საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი პრესკონფერენციით 21 დეკემბერს დასრულდება.