თბილისში ამაღამ მოთოვს
თბილისში ამაღამ მოთოვს

23 ნოემბერს საღამოს, თბილისში მცირე თოვაა მოსალოდნელი. როგორც პირველ არხს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ თბილისში მოსალოდნელია ყინვა -1 გრადუსი და მცირე თოვა. სინოპტიკოსები თბილისში თოვლს ელოდებიან 24 ნოემბერსაც.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდები 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროისთვის თოვს დასავლეთ საქართველოში, ასევე მცირე თოვლს ველოდებით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მაღალ მთაში. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 26 ნოემბრიდან გამოიდარებს“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

დღის პირველი ნახევრიდან თოვს შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.