თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა თბილისში, ვერაზე. ახვლედიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მასაჟის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს.

მსუბუქად არის დაჭრილი კიდევ ერთი ქალი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.