თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ახვლედიანის N14-ში ხანძარია. სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში იწვის სამზარეულო ოთახი, დაახლოებით 30 კვ.მ. ხანძარი გავრცელდა ამავე სახლის მეორე სართულზე, სადაც იწვის ერთ-ერთი ბინის კედელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.