თბილისში ახალი წლის დღეებში ინტოქსიკაციის გამო სასწრაფო დახმარების 370-მდე გამოძახება დაფიქსირდა
თბილისში ახალი წლის დღეებში ინტოქსიკაციის გამო სასწრაფო დახმარების 370-მდე გამოძახება დაფიქსირდა

ახალი წლის დღეებში თბილისის მასშტაბით კვებითი ინტოქსიკაციის ჩივილით სასწრაფო სამედიცინო დახმარება 111-ჯერ გამოიძახეს. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო კი, სამედიცინო ბრიგადები 255 გამოძახებაზე გავიდნენ. ამის შესახებ პირველ არხს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ყველა პაციენტს შესაბამისი მომსახურება გაეწია და გართულებულ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება პიროტექნიკით დაზარალების შემთხვევებს, ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ამ მიზეზით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გამოძახებაზე 34-ჯერ გავიდნენ.

რაც შეეხება რეგიონებს,  31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს რეგიონებში გამოძახებების რაოდენობამ 930 შეადგინა, საიდანაც 156  ინტოქსიკაციის შემთხვევა იყო, ხოლო 32 პიროტექნიკით დაზიანება.