თბილისში ახალი სასტუმრო გაიხსნა
თბილისში ახალი სასტუმრო გაიხსნა

თბილისში ახალი ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა.

54 ნომრიანი სასტუმრო „სოლე პალასი“ ძველ თბილისში ცურტაველის ქუჩაზე მდებარეობს. სასტუმროში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი, ტერასული რესტორანი და ბარი.

სასტუმროს გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.

„დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენს სექტორში მეტი ინვესტიცია ხორციელდება, რაც ხელს უწყობს დასაქმებას ტურიზმის სფეროში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალ სასტუმროში 57 ადამიანია დასაქმებული.