თბილისში ახალი ავტობუსების შესაძენად 2019 წლის ბიუჯეტში 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ახალი ავტობუსების შესაძენად 2019 წლის ბიუჯეტში 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული

თბილისში ახალი ავტობუსების შესაძენად 2019 წლის ბიუჯეტში 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხის ნახევარს საქართველოს აზიის განვითარების ბანკი (ADB), მეორე ნახევარს კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გამოუყოფს.

თბილისის მერმა, კახი კალაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ დედაქალაქში ძველი ავტობუსები ახლებით სრულად 2019 წლის ბოლომდე ჩანაცვლდება. უკვე დასრულდა ტენდერი, რომელიც 90 ახალი ავტობუსის შემოყვანას ითვალისწინებს.

დონორებისგან ასევე იგეგმება 7.8 მილიონი ლარის მიღება ბათუმის ავტობუსების პროექტისთვის (მათ შორის 3 მილიონი ლარი გრანტია). 2018 წელს ამ პროექტის დაფინანსება 9.1 მილიონ ლარს შეადგენს.