თბილისში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი H1N1-ის ვირუსი გახდა
თბილისში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი H1N1-ის ვირუსი გახდა

თბილისში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი H1N1-ის ვირუსი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრში ადასტურებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  გარდაცვლილს მძიმე დაავადება ჰქონდა, რის გამოც ვირუსი გაურთულდა.

„ვფლობთ ინფორმაციას 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ. მინდა, მედიას მოგმართოთ, ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ოჯახის თანხმობის გარეშე, პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია. სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება“, – განაცხადა გამყრელიძემ.