ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში მსოფლიო ჩემპიონის ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში, 2003-2004-სა და 2005-2006 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის ტარდება.
ტურნირის პირველ დღეს გამარჯვებულები რაპირით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. უმცროს ასაკში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონები: პირველი ადგილი – მარიამ მჭედლიძე (თბილისი), მეორე ადგილი – ელენე ბორჩხაძე (თბილისი), მესამე ადგილი – ჯული არჩვაძე (ქუთაისი), ლიზა თაყაიშვილი (თბილისი).
ბიჭები: პირველი ადგილი – ბაჩა გორჯოლაძე (თბილისი), მეორე ადგილი – გელა წულაძე (თბილისი), მესამე ადგილი – გიორგი კერესელიძე (თბილისი), დემეტრე კვანტალიანი (თბილისი),
უფროს ასაკში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:
გოგონები: პირველი ადგილი – ლიზა ლხინაძე (თბილისი), მეორე ადგილი – ნატა ხარაიშვილი (თბილისი), მესამე ადგილი – ნიკოლი აფრასიძე (თბილისი), ელენე გუგუშვილი (თბილისი).
ბიჭები: პირველი ადგილი – გიორგი ხარაიშვილი (თბილისი), მეორე ადგილი – ნოდარ ბოკერია (თბილისი), მესამე ადგილი – ლაშა ამაშუკელი (თბილისი), შოთა ჭოლაძე (ქუთაისი).
ხვალ გამარჯვებულები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდებიან, 14 აპრილს კი შეჯიბრი დაშნით ფარიკაობაში გაიმართება.