თბილისში ახალგაზრდა მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

19:38, 12.04.2019

ოლიმპიური ჩემპიონის, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში მსოფლიო ჩემპიონის ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში, 2003-2004-სა და 2005-2006 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის ტარდება.

ტურნირის პირველ დღეს გამარჯვებულები რაპირით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. უმცროს ასაკში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გოგონები: პირველი ადგილი – მარიამ მჭედლიძე (თბილისი), მეორე ადგილი – ელენე ბორჩხაძე (თბილისი), მესამე ადგილი – ჯული არჩვაძე (ქუთაისი), ლიზა თაყაიშვილი (თბილისი).
ბიჭები: პირველი ადგილი – ბაჩა გორჯოლაძე (თბილისი), მეორე ადგილი – გელა წულაძე (თბილისი), მესამე ადგილი – გიორგი კერესელიძე (თბილისი), დემეტრე კვანტალიანი (თბილისი),

უფროს ასაკში საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:

გოგონები: პირველი ადგილი – ლიზა ლხინაძე (თბილისი), მეორე ადგილი – ნატა ხარაიშვილი (თბილისი), მესამე ადგილი – ნიკოლი აფრასიძე (თბილისი), ელენე გუგუშვილი (თბილისი).
ბიჭები: პირველი ადგილი – გიორგი ხარაიშვილი (თბილისი), მეორე ადგილი – ნოდარ ბოკერია (თბილისი), მესამე ადგილი – ლაშა ამაშუკელი (თბილისი), შოთა ჭოლაძე (ქუთაისი).

ხვალ გამარჯვებულები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდებიან, 14 აპრილს კი შეჯიბრი დაშნით ფარიკაობაში გაიმართება.

მსგავსი