თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

11:35, 09.04.2019

თბილისში, რამდენიმე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს, არტურ პეტროსიანს ეძებენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, ის სახლიდან 3 აპრილს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნდა. მშობლებმა 4 აპრილს პოლიციას განცხადებით მიმართეს. ოჯახი თბილისში, ვაზისუბანში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორციელდება სამძებრო სამუშაოები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი