თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

როგორც ცნობილია, 21 წლის ბიჭს ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. ახალგაზრდა მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.