თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, პაატა სააკაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცს ბარძაყის არეში დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

მომხდარი ფაქტი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.