თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

02:40, 27.08.2020

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გულ-მკერდის არეში დაჭრილი მიიყვანეს. როგორც ექიმი აცხადებს, საავადმყოფოში შეყვანისას მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესი იყო.

გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. კლინიკის ეზოში სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი