თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ მსუბუქი სახის დაზიანებები აღენიშნება.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.