თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი, რომელსაც ავტომობილი შეეჯახა, გზაზე გადადიოდა და ქვეითთა გადასასვლელით არ სარგებლობდა.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის  276-ე მუხლით მიმდინარეობს.