თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, დიღომში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი აღმაშენებლის ხეივანში, ქუჩაში აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით მამაკაცს ფიზიკური ძალადობის კვალი და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.