თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ეზოში დამონტაჟებულ მრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა

22:19, 14.04.2019

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ეზოში დამონტაჟებულ მრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი შემთხვევები ხშირია და ამის შესახებ შესაბამის სამსახურებსაც აცნობეს, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, ადგილზე ელექტროსისტემა გაუმართავია.

ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

აღმაშენებლის გამზირზე რჩებიან „თელასის“ წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიას ამოწმებენ.

მსგავსი