თბილისში „აგარის შაქრის" ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
თბილისში „აგარის შაქრის" ქარხნის  თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

თბილისში “აგარის ქარხნის”  თანამშრომლები დასაქმების მოთხოვნით  ქუჩებში ფეხით გადაადგილდებიან.  მათი თქმით, საბოლოო გაჩერება მთავრობის კანცელარია იქნება, სადაც 15 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.

ქარხნის  მუშების აქციას დაბა აგარის მოსახლეობა და გაერთიანებული პროფკავშირები უერთდებიან.

„აგარის შაქრის“ ქარხნის  თანამშრომლები დაბაში საწარმოს დახურვას აპროტესტებენ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.