თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქარმა შენობას სახურავი ახადა, ასევე გაზის მილები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქარმა შენობას სახურავი ახადა, ასევე გაზის მილები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ძლიერი ქარის შედეგად შენობის სახურავი დაზიანდა. სახურავის ფრაგმენტები გზის სავალ ნაწილზე გადმოცვივდა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

„სამგორის რაიონში, კერძო საწარმოს ძლიერმა ქარმა ახადა სახურავი და გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე. დაზიანდა გაზის მილები და ელექტროგადამცემი ხაზები და სავარაუდოდ ერთი მანქანა. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ისანი-სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა გულედანმა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებაც.