თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა
თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უხელმძღვანელებს.

ფორუმი 22-23 ოქტომბერს გაიმართება და მას 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, ბიზნესმენები და ექსპერტები.

„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ბიზნესსექტორის გამოწვევებს, ასევე შესაძლებლობებს. ფორუმის მონაწილეებს გავაცნობთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს. აქცენტს გავაკეთებთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე”, – აღნიშნა გენადი არველაძემ.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოში მესამედ იმართება. პირველ ფორუმს ქვეყანამ 2015 წელს უმასპინძლა.