თბილისში, 35-ე სტადიონის ტერიტორიაზე პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია გაიმართა
თბილისში, 35-ე სტადიონის ტერიტორიაზე პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისში, ოქროს უბანში, 35-ე სტადიონის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან. მათი სურვილია, ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყოს.

„ვითხოვთ, გაკეთდეს პარკი და შენარჩუნდეს ჭიდაობის დარბაზი, სადაც 150 ბავშვი სრულიად უსასყიდლოდ ვარჯიშობს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაზარე ლელაძემ.

აქციაზე განმარტეს, რომ ტერიტორია 2007-2008 წლებში „ცენტრ პოინტი ჯგუფზე“ გასხვისდა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც, ის კვლავ საჯარო სივრცედ იქცა.