თბილისში 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
თბილისში 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილის N24ა-ში მცხოვრებ მოქალაქეებს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულებები გადაეცათ, რომლის საფუძველზეც, მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდათ. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ.

სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრების მოწმობები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად გადასცა.

ასევე, რამდენიმე დღის წინ, საკუთრების მოწმობები გადაეცა კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ 16 ოჯახსაც.

საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი დედაქალაქის მერის ინიციატივის შესაბამისად გრძელდება.

დატოვე კომენტარი