თბილისში 31 მაისს ლენი კრავიცის კონცერტი გაიმართება
თბილისში 31 მაისს ლენი კრავიცის კონცერტი გაიმართება

მსოფლიო ტურნეს ფარგლებში თბილისს ლენი კრავიცი ეწვევა.

ლეგენდარული მუსიკოსის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 მაისს გაიმართება.

შესრულდება სიმღერები მისი ბოლო ალბომიდან Raise Vibration და მუსიკოსის 30 წლიანი მოღვაწეობის მსოფლიო ჰიტები. ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე ხვალიდან დაიწყება.