თბილისში 28 სექტემბერს ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტი – „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება

13:49, 25.09.2018

თბილისში 28 სექტემბერს ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება. სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ორგანიზატორებმა დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ორგანიზატორების განცხადებით, სამიტი 28 სექტემბერს გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში 150-ზე მეტ ოსტატს, დიზაინერსა და მწარმოებელს უმასპინძლებს, საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციები, ვორქშოფები, სემინარები და საგანმანათლებლო გამოფენები.

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტი თბილისში უკვე მეორედ იმართება. „ეთნოფესტი 2018“ 30 სექტემბერს დაიხურება.

მსგავსი