თბილისში, 23 ივნისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით, საბალეტო ფესტივალი გაიმართება
თბილისში, 23 ივნისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით,  საბალეტო ფესტივალი გაიმართება

თბილისის საბალეტო ფესტივალი 23 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით გაიმართება. ამასთან დაკავშირებით პრეს -კონფერენცია ოპერისა და ბალეტის თეატრში მოეწყო.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციას. ამასთან ერთად, ორგანიზატორებმა ფესტივალის ჩატარების დრო საგანგებოდ დაამთხვიეს საზაფხულო ტურისტული სეზონის დასაწყისს, როცა ქვეყანაში საკმაოდ დიდია ტურისტების რაოდენობა.

უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით, ფესტივალის შესახებ ინფორმაცია ტურისტული სააგენტოების მეშვეობით წინასწარ ვრცელდებოდა .

ფესტივალი პროექტის „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ეწყობა და წელს მეორედ ტარდება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 ახალი პროგრამით, იტალიური ქორეოგრაფიული დასი “Spellbound” და მსოფლიო ბალეტის მოწვეული ვარსკვლავები.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი სამ სპექტაკლს წარმოადგენს – კლასიკურ ბალეტებს „მძინარე მზეთუნახავი“ და „რომეო და ჯულიეტა“, ასევე მოწვეული ქორეოგრაფის, მედი ვალერსკის მიერ სპეციალურად ქართული დასისთვის დადგმულ ერთ მოქმედებიან ბალეტს