თბილისში 2020 წელს დაგეგმილი გოლფის საერთაშორისო ტურნირების პრეზენტაცია გაიმართება

07:48, 12.11.2019

დღეს თბილისში 2020 წლის გოლფის საერთაშორისო ტურნირების პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს გოლფის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირები მთელი წლის განმავლობაში „თბილისი ჰილს გოლფ ენდ რესიდენსში“ (Tbilisi Hills Golf & Residences) გაიმართება.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და სპორტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.

„საერთაშორისო ტურნირებს საქართველოს გოლფის ფედერაცია და კომპანია WineLand Golf Tours წარმოგიდგენთ“, – აცხადებენ საქართველოს გოლფის ფედერაციაში.

2020 წლის გოლფის საერთაშორისო ტურნირების პრეზენტაცია 13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება.

მსგავსი