თბილისში 2018 წელს ყველაზე მეტი ხანძარი საბურთალოს, სამგორისა და გლდანის რაიონებში მოხდა

საქართველოში ხანძრების 41% საცხოვრებელ სახლებში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2017-2018 წლების სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ხანძრის შემთხვევები ყველაზე ხშირად ივლისის თვეში ფიქსირდება, ხოლო კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი ხანძარი პარასკევს ჩნდება.

დღის განმავლობაში ხანძრის ყველაზე აქტიური 12:00-დან 16:00 საათამდე პერიოდია.

ყველაზე ხშირად ხანძარი ფიქსირდება: თბილისში – 36 პროცენტი; იმერეთში – 13 პროცენტი, ხოლო კახეთში – 12 პროცენტი.

თბილისში, 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხანძარი საბურთალოს, სამგორისა და გლდანის რაიონებში მოხდა.

დატოვე კომენტარი