თბილისში,  14-30 სექტემბერს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება
თბილისში, 14-30 სექტემბერს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი  თბილისში, 14-30 სექტემბერს  გაიმართება. პირველი პრესკონფერენცია – პრეზენტაცია 11 ივნისს, 11:00 საათზე სასტუმრო „სტამბას“ ეზოშია დაგეგმილი.

ღონისძიების შესახებ ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი კახა კალაძე ისაუბრებენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი წელს უკვე მეათედ ტარდება და, ტრადიციულად, ქართული სპექტაკლებსა (25 – 29 სექტემბერი) და საერთაშორისო პროგრამას (14 – 30 სექტემბერი) აერთიანებს.