თბილისსა და რუსთავში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე წააქცია
თბილისსა და რუსთავში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე წააქცია

თბილისსა და რუსთავში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხეების წაქცევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ასევე, ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ ელექტროსადენები დააზიანა და მოძრაობა შეაფერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 25 შეტყობინება შევიდა. ქალაქ რუსთავში კი,  მერიის ცხელ ხაზზე უკვე 12 შეტყობინებაა შესული, აქედან 10 ხის წაქცევაზე და ორი ელექტროსადენის დაზიანებაზე.