თბილისსა და ბუდაპეშტს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისი დაინიშნოს
თბილისსა და ბუდაპეშტს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისი დაინიშნოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივშვილი უნგრეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის (Unitravel Management) დირექტორსა და დამფუძნებელს შეხვდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე თბილისსა და ბუდაპეშტს შორის პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის შესაძლებლობა განიხილეს. კომპანია განსაკუთრებით საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით დაინტერესდა .

ამასთან, როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უნგრეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, მარკეტინგული კამპანიები და გაცნობითი ტურების ორგანიზება იგეგმება.საქართველოში პრეს და გაცნობითი ტური აპრილში მოეწყობა. ტურში მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის წამყვანი მედიასაშუალებების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები. ისინი საქართველოს კულტურას, ისტორიას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინის დამზადების წესებს გაეცნობიან. ასევე, დაგეგმილია ტური საქართველოს სამთო კურორტებზე.

2018 წელს უნგრეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 14.1 პროცენტით გაიზარდა.