თბილისსა და ბათუმში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეების აქციები დასრულდა
თბილისსა და ბათუმში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეების აქციები დასრულდა

თბილისსა და ბათუმში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეების აქციები დასრულდა. აქციები 8 ნოემბერს, პრემიერის დღესაც გაიმართა.

პირველი დღისგან განსხვავებით, აქციებს დღეს სერიოზული ექსცესები არ მოჰყოლია.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებიც ფილმის მაყურებლების უსაფრთხოებას იცავდნენ.

თბილისში კინოთეატრებთან სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. მათ გაშალეს პლაკატი წარწერით „ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია“.

ბათუმში კინოსეანსის დაწყებამდე აქციის ერთი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მან ერთ-ერთ მაყურებელს შეაგინა. ბათუმში აქციის მონაწილეებმა ბოლო სეანსზე მისული მაყურებლები დღესაც შეძახილებით გააცილეს.

„ჩვენ დღეს იუმორში გადავიტანეთ აქცია და კინოთეატრში შესულ ადამიანებს მხოლოდ „ფისოებს“ ვეძახდით, ხვალაც შევიკრიბებით ცხრა საათზე და ისევ მშვიდობიანად გავაცილებთ. გვაინტერესებს, რა სიამოვნება მიიღეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ვატო ნებურიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი