თბილისსა და ბათუმში აეროპორტები შესაძლოა, ახალ ლოკაციებზეც განვითარდეს

17:56, 29.01.2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გაფართოებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.

მისი განცხადებით, ამ კუთხით მსჯელობა რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს, მათ შორის ალტერნატიული ლოკაციების შესახებ.

„აჭარაში აეროპორტების განვითარება იგეგმება. ბათუმში თუ სხვა ლოკაციაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. არის რამდენიმე იდეა. ასევე, საუბარია თბილისზე და დედაქალაქის არეალზე. ეს იქნება კონკრეტულად თბილისის აეროპორტი თუ სხვა ლოკაცია, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

მსგავსი