თბილისს იერუსალიმის მერი ეწვევა
თბილისს იერუსალიმის მერი ეწვევა

თბილისს იერუსალიმის მერი ეწვევა. ამის შესახებ განცხადება „ისრაელის სახლის” დამფუძნებელმა, იციკ მოშემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

იციკ მოშეს განცხადებით, ვიზიტი მომავალი წლის დასაწყისში შედგება.

თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნა. სპეციალურ კუთხეში საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებთან ერთად რამდენიმე ასეული წიგნი განთავსდა, რომელიც ისრაელის ისტორიასა და თანამედროვეობას ეხება.

საზეიმო გახსნას ისრაელის ქნესეთის დელეგაციაც დაესწრო, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით სტუმრობს. დელეგაციის წევრებმა ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნებიც გადასცეს და ხანუქას სანთლების ანთების ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ასევე, ბიბლიოთეკაში კულტურული ღონისძიება გაიმართა, სადაც ქართველმა მომღერლებმა ებრაული სიმღერები შეასრულეს.

 

დატოვე კომენტარი