თბილისობის ფარგლებში ევროპის მოედანზე წარმოდგენა – „მუარე იქსფირიენს“ გაიმართა [ვიდეო]

ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სანახაობა – „მუარე იქსფირიენს“ გაიმართა.

„მუარე იქსფირიენს“ აკრობატების საჰაერო შოუს წარმოადგენს, რომელიც როკ მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა.

„თბილისობა 2019“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი კახი კალაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ, მივულოცო თბილისს, საქართველოს, თბილისობის დღეები. საკმაოდ საინტერესო ორი დღე გამოვიდა. დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებებით, წარმოდგენებით. ვულოცავ ყველას. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველა ნასიამოვნები დარჩა. მომდევნო თბილისობა მთლიანად გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.