თბილისობასთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისობასთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით. აღნიშნული შეზღუდვა თბილისობის დასრულებამდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი