თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება
თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება

თბილისობა წელს 6-7 ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ზოგადად, თბილისობის აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება.

მისი თქმით, მერიას არაერთხელ მიმართეს ტურისტულმა კომპანიებმა თბილისობის თარიღის წინასწარ დასახელების თხოვნით, რადგან ტურისტების მხრიდან დიდი ინტერესია.

„მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, თბილისობა გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას. ტურისტული კომპანიებისთვისაც კარგი იქნება, რადგან წინასწარ ეცოდინებათ და მოემზადებიან ამ ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი