„თბილისობა 2023“-ის ფარგლებში, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, აზერბაიჯანული კუთხე მოეწყო
„თბილისობა 2023“-ის ფარგლებში, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, აზერბაიჯანული კუთხე მოეწყო

„თბილისობა 2023“ ქალაქის სამ ლოკაციაზე იმართება, რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ფესტივალზე, სახელწოდებით „თბილისის მრავალფეროვნება“, გამოფენაა მოწყობილი.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, აზერბაიჯანული კუთხეც მოეწყო, სადაც წარმოდგენილია კულტურა, ტრადიციები, ეროვნული სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და ა.შ.

„დღეს „თბილისობის“ დღესასწაულზე, საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივითა და მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, ძველ თბილისში გაკეთდა აზერბაიჯანული თემის კუთხე. აქ შეგიძლიათ ნახოთ აზერბაიჯანული ხალიჩები, ეროვნული ტრადიციები და სამზარეულო“, – განაცხადა მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ლეილა ალიევამ.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.